Friday, February 28, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე

დამთავრდა ინტელის კურსის  დამღლელი მე-9 დღე,მაგრამ ამავ დროს ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგი.მთავარი ის იყო,რომჯგუფის ყველა წევრი ერთ გუნდად ვიყავით შეკრული.არც ერთ მასწავლებელს არ უფიქრია მეცადინეობის გაცდენა.ეს რა
საკვირველია ჩვენიტრენერის,ქეთი ცერაძის დამსახურებაა.მან საფუძვლიანად შეგვასწავლა ინტელის კურსი,რომელიც ძალიან დაგვეხმარება სკოლაში სასწავლო პროექტებზე მუშაობაში.მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთი ცერაძეს გაწეული შრომისათვის და გულისყურისათვის.ვულოცავთ დედის დღეს !ვუსურვებ წარმატებებს!


Sunday, February 23, 2014

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღე მრავალფეროვანი იყო.გავიხსენეთ განვლილი მასალა და დავიწყეთ ფასილიტაციის მასალის შექმნა. ვიმუშავეთ პროექტის გეგმის დახვეწაზე. სრულყოფილი პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე. დღე დავამთარეთ რეფლექსიით.

Saturday, February 22, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღევანდელი დღე იყო როგორც ყოველთვის დატვირთული,დამღლელი,მაგრამ საინტერესო.გავიმეორეთ განვლილი მასალა.ვისაუბრეთ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლებაზე.შევადგინეთ შესაბამისი დავალებები,როგორც ძლიერი ასევე სუსტი მოსწავლეებისათვის.ვიმუშავეთ გეგმის დახვეწა-სრულყოფაზე.მოვახდინეთ რეფლექსია.

Sunday, February 16, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

განვლილი მასალის გამეორების შემდეგ განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგის ,გვერდებისა და გაჯეტების შექმნაზე. ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგის შექმნაზე.

Saturday, February 15, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

მოვახდინეთ წინა დღის მასალის გამეორება,განმტკიცება.შევისწავლეთ ვიდეოს ატვირთვა ბლოგზე .

გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს. შევისწავლეთ გაჯეტების შექმნა.შევისწავლეთ  სურათების,გამოკითხვის, კომენტარის გაჯეტების შექმნა.ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა დღევანდელი დღე.

Sunday, February 9, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

განვლილი მასალის გამეორების შემდეგ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები,გავაკეთეთ შეფასების მონახაზი.შევისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა და ავტვირთეთ ბლოგზე.

Saturday, February 8, 2014

ტრენინგის მესამე დღე.


დღე დაიწყო ძველი მასალის განმტკიცებით.გავიმეორეთ და აღვიდგინეთ სტანდარტები საგნებისა და საფეხურების მიხედვით.ვიმუშავეთ პროექტის მიზნების განსაზღვრაზე და მიმართულებების მიმცემ საკვანძო შეკითხვებზე.